დონალდ ტრამპმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს და ეს თავად დონალდ ტრამპია - Palitra News

დონალდ ტრამპმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს და ეს თავად დონალდ ტრამპია

2026-01-12 21:07:36+04:00

დონალდ ტრამპმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს და ეს თავად დონალდ ტრამპია. შტატების ლიდერის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, „კარტები არ აქვს და მას კარტები პირველივე დღიდან არ ჰქონია“. მისი თქმით, „დონალდ ტრამპი რომ არა, ეს სრული კატასტროფა იქნებოდა“. ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების შესახებ კანონპროექტები განსახილველად უმაღლეს რადას წარუდგინა. კანონპროექტის თანახმად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან კიდევ 90 დღით გახანგრძლივდა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა საომარი მდგომარეობის გაუქმება ცეცხლის შეწყვეტის დროს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „პირველ რიგში, ომის დამთავრება ყველას სურს და მხოლოდ ამის შემდეგ გაუქმდება საომარი მდგომარეობა.