ირანში ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავრობის მხარდამჭერი დემონსტრაციები იმართება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.
თეირანში აქციის მონაწილეები ენგელაბის, ანუ „ისლამურ რევოლუციის“ მოედანთან შეიკრიბნენ. „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ – სკანდირებენ პროსამთავრობო აქციაზე შეკრებილები.
ირანის სახელმწიფო ტელევიზია პროტესტს აღწერს, როგორც „ირანის აჯანყებას ამერიკულ-სიონისტური ტერორიზმის წინააღმდეგ“.