ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ოპოზიციაში „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებას უკავშირებენ - რას აცხადებენ ოპოზიციურ სპექტრში - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ოპოზიციაში „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებას უკავშირებენ - რას აცხადებენ ოპოზიციურ სპექტრში

2026-01-13 09:19:18+04:00

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მომდევნო წლების გატარება გისოსებს მიღმა მოუწევს, დანაშაულს აღიარებს. ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ოპოზიციაში „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებას უკავშირებენ. მათი მტკიცებით, მმართველი გუნდის რიგებში რეალურად არასანდო პირები იყვნენ, რასაც ბოლო დროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებიც ადასტურებს. საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.