დონალდ ტრამპი 15 იანვარს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს შეხვდება - Palitra News

დონალდ ტრამპი 15 იანვარს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს შეხვდება

2026-01-13 09:21:16+04:00

დონალდ ტრამპი 15 იანვარს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს შეხვდება. მანამდე მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ ტრამპისთვის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებისთვის მადლობის გადახდა და მისთვის ნობელის პრემიის გადაცემა სურდა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია, თუმცა ნობელის კომიტეტში განაცხადეს, რომ პრემიის სხვა პირისთვის გადაცემა შეუძლებელია. მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის მიენიჭა.