გაერო-ში რუსეთის ელჩი - ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება და მოლაპარაკებების რეალისტურ პირობებს არ დათანხმდება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ - Palitra News

გაერო-ში რუსეთის ელჩი - ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება და მოლაპარაკებების რეალისტურ პირობებს არ დათანხმდება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

2026-01-13 11:07:34+04:00

ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება და მოლაპარაკებების რეალისტურ პირობებს არ დათანხმდება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ უკრაინის საკითხზე გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ზელენსკის მისი აბსურდული „პირობები“ ვერ დაეხმარება, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ის რეალობას დიდი ხნის წინ დაშორდა. აშშ-ის წინადადებებზე საპასუხოდ თავისი პირობების წამოყენებით, ის აშშ-ის ძალისხმევას აბათილებს“, - განაცხადა ნებენზიამ.

მისი თქმით, უკრაინისთვის „მოლაპარაკებების პირობები ყოველდღე უარესდება“.

„ის [ზელენსკი] დიდი ხნის წინ გააფრთხილეს. მშვიდობიანი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ყველა საზარელ თავდასხმას მკაცრი პასუხი მოჰყვება“, - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.