დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს, რომლებსაც ირანთან ბიზნეს ურთიერთობები აქვთ, 25%-იანი ტარიფი დაუწესდებათ - როგორ ვითარდება მოვლენები ირანში - Palitra News

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს, რომლებსაც ირანთან ბიზნეს ურთიერთობები აქვთ, 25%-იანი ტარიფი დაუწესდებათ - როგორ ვითარდება მოვლენები ირანში

2026-01-13 12:31:58+04:00

ირანში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო ყურადღების ცენტრში რჩება. ბოლო კვირებში ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გამწვავდა, რასაც ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა ასეულებს აღწევს, თუმცა ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია, რადგან ირანში ინტერნეტი კვლავ შეზღუდულია და უცხოურ მედიას ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა არ აქვს. ამავდროულად, დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში ირანთან დაკავშირებულ სხვადასხვა რეაგირების სცენარს განიხილავენ. მათ შორის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს, რომლებსაც ირანთან ბიზნეს ურთიერთობები აქვთ, 25%-იანი ტარიფი დაუწესდებათ. როგორ ვითარდება მოვლენები ირანში?!