გერმანიის კანცლერი - ეს ირანის რეჟიმისთვის ბოლო დღეები და კვირებია - Palitra News

გერმანიის კანცლერი - ეს ირანის რეჟიმისთვის ბოლო დღეები და კვირებია

2026-01-13 12:38:11+04:00

ეს ირანის რეჟიმისთვის ბოლო დღეები და კვირებია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ინდოეთში ვიზიტისას განაცხადა.

„თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. მჯერა, რომ ახლა რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ“, - განაცხადა მერცმა.

მერცმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით დასრულდება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, რეჟიმს არჩევნების გზით ლეგიტიმაცია აღარ აქვს. მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყდა“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.