მერიამ 2 ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა - Palitra News

მერიამ 2 ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა

2026-01-13 14:11:08+04:00

მერიამ 2 ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა. როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, იგეგმება გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებით თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელება. პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს მეტრო, მოეწყოს ხიდები, გვირაბები და შახტები. დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ მეტროს ხაზის პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სავარაუდო სიგრძე: 5.2 კმ-ია. უნდა დაპროექტდეს 4 სადგური, 2 გლდანის (ერთი არსებული და მეორე ახალი) და 2 ვარკეთილის (ერთი არსებული და მეორე ახალი) მიმართულებით. რაც შეეხება ასაშენებელი სადგურების რაოდენობას, უნდა აშენდეს თითო-თითო სადგური გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებაზე. შესყიდვაზე წინადადებების მიღება 2026 წლის 27 თებერვალს იწურება

. შეგახსენებთ, რომ გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებით ახალი მეტროსადგურების დამატებასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა გასული წლის სექტემბერში გააკეთა. კალაძის თქმით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, მერიამ გადაწყვიტა, რომ მეტროსადგურის პირველ ხაზს, ორივე მიმართულებით, როგორც ახმეტელის, ისე ვარკეთილის მიმართულებით დაემატება თითო სადგური.