კორუფციის წინაარმდეგ ბრძოლა თუ შიდაკლანური დაპირისების შედეგი? - რას უკავშირდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება. ღარიბაშვილი სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულაში იხდის. ექსპრემიერმა 5 წელი პატიმრობაში უნდა გაატაროს და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით გადაიხადოს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ერთ დროს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი ახლა გუნდის შიგნით კრიმინალური გარჩევის მსხვერპლია, და მისი დაკავება კორუფციასთან ბრძლა ან კანონის უზენაეობას არ უკავშირდება. საპირისპიროს ამტკიცებენ ქართულ ოცნებაში. უმრავლესობი წევრების თქმით, სახელისუფლებო გუნდის მიზანია ყველა ადამიანმა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მიუხედავად პარტიული კუთვნლებისა თუ თანამდებობისა კანონის წინაშე პასუხი აგოს.