საქართველოს შესახებ მომზადებული საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ „BBC“-ის წინააღმდეგ სარჩელი ამ დრომდე არ შეუტანია, უმრავლესობის წევრებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ბრიტანულმა მედიამ დეზონფორმაციის, მათ შორის აქციების დროს ე.წ კამიტის გამოყენების თაობაზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო პასუხი უნდა აგოს და იურისტები კომუნიკაციის კომისიის, ასევე სასამართლოს მიმართულებით დიდ ბრიტანეთში არსებულ პროცედურებს სწავლობენ. გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისგან საქართველოში აქციების დროს ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით ფაქტების დადგენას ელოდება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. პასუხი სავარაუდოდ მიმდინარე თვის ბოლოს გახდება ცნობილი. კვლავ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს, ოპოზიცია, რომელიც სუს-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას არ ენდობა. არადა საქართველოში საგამოძიებო უწყებებმა განაცხადეს, რომ საქმე ამოწურულია. სუს-ის ცნობით, დადგინდა, რომ საპროტესტო აქციებზე მასების მართვისთვის უკანონო ნივთიერება არ გამოყენებულა. ამ ფონზე - რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები?!