ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ნინა სანდერი მშრალი შიმშილობის დაწყებას აპირებს, თუკი მას დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ. სანდერმა სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს დრო სთხოვა რათა მას ჯანმრთელობის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, გულისა და სახსრების პრობლემები აწუხებს, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში ყურადღებას არ აქცევენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების - ნინა სანდერის, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. პროკურატურას სასამართლოში ვიდეოჩანაწერები აქვს წარმოდგენილი. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.