პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - Palitra News

პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

2026-01-13 15:42:15+04:00

პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 1964 წელს დაბადებული პირის კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.