თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, , ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული ელისაშვილი, რომელმაც დაკავების მომენტში პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა. დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება. მას 10 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.