ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ მხარეთა შეფასებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება - ყოფილი პრემიერი სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულაში მოიხდის - ის ციხეში 5 წელს გაატარებს და დამატებითი სასჯელის სახით ერთ მილიონი ლარს გადაიხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრი ახლა „ქართული ოცნების“ შიგნით კლანური დაპირისპირების მსხვერპლი გახდა - ხელისუფლების ოპონენტთა შეფასებით, ღარიბაშვილის დაკავება კორუფციასთან ბრძოლას არ უკავშირდება. ამავე დროს, სრულიად საპირისპიროს აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“. როგორც უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ნებისმიერმა მოქალაქემ, მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ პარტიული კუთვნლებისა, კანონის წინაშე შესაბამისი პასუხი აგოს. კიდევ რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით?