ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება - რას აცხადებენ უწყებაში და რა ხდებოდა დღევანდელ პროცესზე? - Palitra News

ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება - რას აცხადებენ უწყებაში და რა ხდებოდა დღევანდელ პროცესზე?

2026-01-13 20:04:44+04:00

ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის საქმეზე პროკურატურამ სასამართლოს საგამოძიებო ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა, შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე ელისაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა. დღეს თავად ბრალდებულმა პოლიტიკოსმა სიტყვით ისარგებლა - მან დაკავების მომენტში პოლიცილების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე და მკაცრი რეჟიმის ციხეში საყოფაცხოვრებო არსებულ პირობებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მან დღევანდელ პროცესზე პოლიტიკური განცხადებაც გააჟღერა და ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა. ელისაშვილის მიერ სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც - რას აცხადებენ უწყებაში და რა ხდებოდა დღევანდელ პროცესზე?