„ქართულ ოცნებას“ დაპირებული სარჩელი „ბიბისის“ წინააღმდეგ ამ დრომდე არ შეუტანია - რას აცხადებენ ამ თემაზე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები? - Palitra News

„ქართულ ოცნებას“ დაპირებული სარჩელი „ბიბისის“ წინააღმდეგ ამ დრომდე არ შეუტანია - რას აცხადებენ ამ თემაზე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები?

2026-01-13 20:06:02+04:00

„ქართულ ოცნებას“ ამ დრომდე არ შეუტანია დაპირებული სარჩელი „ბიბისის“ წინააღმდეგ, რომელიც უკავშირდება ამ მედიასაშუალების მიერ საქართველოს საპროტესტო აქციებზე ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს - აქამდე „ქართული ოცნების“ წევრებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ BBC-მ, როგორც თავად ამტკიცებენ, დეზონფორმაციის გავრცელების გამო პასუხი უნდა აგოს - როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, შესაბამისი კვალიფიკაციის იურისტები როგორც კომუნიკაციის კომისიის, ასევე სასამართლოს მიმართულებით დიდ ბრიტანეთში არსებულ პროცედურებსა და პრაქტიკას სწავლობენ. ამავე დროს, ზოგიერთ მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისგან ჩვენს ქვეყანაში საპროტესტო აქციებზე ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით ფაქტების დადგენას ელოდებიან, აღნიშნულთან დაკავშირებით კი პასუხი, სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოს გახდება ცნობილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიცია კვლავ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს და სუს-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას არ ენდობა. სუს-ში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებზე მასების მართვისთვის უკანონო ნივთიერება არ გამოყენებულა. კიდევ რას აცხადებენ ამ თემაზე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები?