ირანში საპროტესტო გამოსვლების გამწვავებას ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სასტიკი რეაგირება მოჰყვა - როგორია ბოლო ცნობები ირანიდან? - Palitra News

ირანში საპროტესტო გამოსვლების გამწვავებას ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სასტიკი რეაგირება მოჰყვა - როგორია ბოლო ცნობები ირანიდან?

2026-01-13 20:21:03+04:00

საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრშია ირანში მიმდინარე მოვლენები. ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების გამწვავებას ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სასტიკი რეაგირება მოჰყვა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა 100-ეულებს აღწევს, თუმცა ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია, რადგან ირანში ინტერნეტი კვლავ შეზღუდულია და უცხოურ მედიას ადგილზე მუშაობის საშუალება არ აქვს. ამავე დროს, დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შტატების ადმინისტრაციაში ირანის ხელისუფლების ქმედებებზე რეაგირების რამდენიმე სცენარს განიხილავენ - მათ შორის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნებს, რომელთაც ირანში არსებულ ბიზნესთან ურთიერთობები გააჩნიათ, 25%-იანი ტარიფი დაუწესდებათ. როგორია ბოლო ცნობები ირანიდან?