სასურსათო ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობის დასაწყებად ემზადება - Palitra News

სასურსათო ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობის დასაწყებად ემზადება

2026-01-13 20:22:16+04:00

სასურსათო ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობის დასაწყებად ემზადება. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ მრავალმხრივი მოკვლევით დადგინდება, თუ რატომაა ქსელურ მარკეტებში სურსათზე არსებული ფასები იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე ეს რიგ ევროპულ ქვეყნებშია. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ პირველ რიგში უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა რაიმე ფარული გარიგება კომპანიებს შორის და შეასრულა თუ არა ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ სრულყოფილად მისი მაკონტროლებლის ფუქნცია.