საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში მონაწილეობას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის განმარტავს, რომ ღონისძიებაზე ხაზგასმული იქნება საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის, ტრანზიტისა და ინოვაციების რეგიონული ცენტრის პოტენციალი. მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, სამიტის გახსნისა და ზაიედის მდგრადობის პრიზით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელსაც შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და ჩვენს ქვეყანაში არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კომპანიების საქმიანობას. ამასთანავე, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, გამოითქვა ორმხრივი ინტერესი სამომავლო თანამშრომლობის კუთხით.