ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა - Palitra News

ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა

2026-01-14 09:13:15+04:00

უკვე ორ კვირაზე მეტია, ირანში დემონსტრაციები იმართება. საპროტესტო ტალღა გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო, რასაც წინ ეკონომიკური კრიზისი უსწრებდა. 8 იანვარს ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტი გათიშა და პროტესტის ჩახშობას განაგრძობს. ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების ორგანიზაციის ბოლო ცნობებით, ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა. დაპატიმრებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 10 000-ს აჭარბებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ლიდერებს სურთ მოლაპარაკება, თუმცა მისივე განმარტებით, აშშ-მ გააუქმა ირანელ მაღალჩინოსნებთან ყველა შეხვედრა, ვიდრე დემონსტრანტთა უგუნური მკვლელობები არ შეწყდება.