საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი ვარაუდით, ეს ირანის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძალადობრივი რეპრესიაა და აუცილებლად უნდა შეწყდეს - Palitra News

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი ვარაუდით, ეს ირანის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძალადობრივი რეპრესიაა და აუცილებლად უნდა შეწყდეს

2026-01-14 11:25:55+04:00

საფრანგეთი ვარაუდობს, რომ ირანის ხელისუფლების მიერ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დემონსტრაციების დარბევა ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძალადობრივია. ეს განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ გააკეთა.

„ჩვენი ვარაუდით, ეს ირანის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძალადობრივი რეპრესიაა და ის აუცილებლად უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს 2 571 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 403 მომიტინგე და მთავრობასთან დაკავშირებული 147 პირი. დაღუპულებს შორის 18 წლამდე ასაკის 12 ბავშვია.