CNN - ირანში ილონ მასკის Starlink-ის ინტერნეტ სერვისზე წვდომა უფასო გახდა - Palitra News

CNN - ირანში ილონ მასკის Starlink-ის ინტერნეტ სერვისზე წვდომა უფასო გახდა

2026-01-14 12:14:40+04:00

ილონ მასკის SpaceX-ი ირანში მომხმარებლებს Starlink-ის თანამგზავრული სერვისის საშუალებით უფასო ინტერნეტს სთავაზობს, - ინფორმაციას CNN-ი ტექნოლოგიურ ექსპერტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც Starlink-ის ირანელ მომხმარებლებთან კონტაქტში იმყოფება.

ტექნოლოგიური არაკომერციული ორგანიზაცია Holistic Resilience-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმად აჰმადიანმა განაცხადა, რომ ირანში Starlink-ის ანგარიშებს, რომლებიც ადრე არააქტიური იყო, ახლა კავშირი აქვთ და მათი სააბონენტო გადასახადი სამშაბათიდან გაუქმებულია.

„ეს არის შეაერთე და დააკავშირე. უბრალოდ მოათავსეთ [სატელიტური ტერმინალი] ისეთ ადგილას, საიდანაც ცის მკაფიო ხედი იშლება და მზად ხართ“, - განუცხადა მან CNN-ს.

ცნობისთვის, კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა სატელეფონო საუბრის დროს ირანში Starlink-ზე წვდომის საკითხი განიხილეს.

ირანის მთავრობამ მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა ექვსი დღის წინ შეუზღუდა.