ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-01-14 12:31:53+04:00

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება მთავარი განხილვის საკითია პოლიტიკურ სპექტრში. ყოფილი პრემიერი სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულაში მოიხდის - ის ციხეში 5 წელს გაატარებს და დამატებითი სასჯელის სახით, ერთ მილიონი ლარს გადაიხდის. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ერთ დროს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი ახლა გუნდის შიგნით კრიმინალური გარჩევის მსხვერპლია და მისი დაკავება არა, კორუფციასთან ბრძოლას ან კანონის უზენაეობას, არამედ პირად შურისძიებას უკავშირდება. საპირისპიროს ამტკიცებენ ქართულ ოცნებაში. მმართველი პარტიის წევრების თქმით, სახელისუფლებო გუნდის მიზანია დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პარტიული კუთვნლებისა თუ თანამდებობის მიუხედავად, ყველა ადამიანმა კანონის წინაშე პასუხი აგოს.