საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ბრიუსელში, Global Europe-ის ფორუმს ესწრება. სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელ პირობებში საქართველო ჰიბრიდულ სტრატეგიულ წნეხს განიცდის, რომელიც რუსეთისგან მომდინარეობს და რომელიც დემოკრატიული უკუსვლის ნორმალიზების საფრთხეს ქმნის. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ეს პროცესები საყურადღებოა ევროპისთვისაც, რადგან თუ დემოკრატიის უკუსვლას ევროპა შეეგუება, მაშინ შესაძლოა იგივე, სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმაც განიცადონ. ამ კონტექსტში მეხუთე პრეზიდენტი საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს.