პოლიციამ ქვემო ქართლში ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ ქვემო ქართლში ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2026-01-14 12:34:28+04:00

პოლიციამ ქვემო ქართლში ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანასოფლელს 2025 წლის სექტემბრიდან სისტემატიურად სთხოვდა ფულს და გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მუქარისა და დაშინების გზით სექტემბრიდან დღემდე, სხვადასხვა დროს ბრალდებულმა ჯამში 1300 ლარი გამოსძალა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.