ორ კვირაზე მეტია, ირანში დემონსტრაციები იმართება. საპროტესტო ტალღა გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო, რასაც წინ ეკონომიკური კრიზისი უძღოდა. 8 იანვარს ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტი გათიშა და დღემდე, პროტესტის ჩახშობას განაგრძობს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ბოლო ცნობებით, ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა. დაპატიმრებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 10 000-ს აჭარბებს. აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებთან ყველა შეხვედრა გააუქმა, ვიდრე დემონსტრანტთა მკვლელობები არ შეწყდება. ირანის მხარე აცხადებს, რომ თუ აშშ-ს სამხედრო კონფრონტაციის მცდელობა ექნება, ირანი საპასუხოდ ყოველთვის მზადაა. რა ვითარებაა ახლა ირანში და რა შეფასებები კეთდება მსოფლიო ლიდერების მხრიდან.