საერთაშორისო მედია იუწყება, რომ დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ოთხშაბათს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდებიან. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის ცნობით, გრენლანდიელ კოლეგასთან ვივიან მოცფელდთან ერთად ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს 14 იანვარს, თეთრ სახლში შეხვდება. მისი თქმით, დანიამ და გრენლანდიამ შეხვედრა ამერიკელი ოფიციალური პირების, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით გაკეთებული ბოლო განცხადებების განსახილველად მოითხოვეს. ამავდროულად, მსოფლიო ლიდერები აღნიშნულს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად ნებისმიერი ნაბიჯი ნატო-სთვის უპრეცედენტო ვითარება იქნება. ევროპელი პოლიტიკოსების განმარტეით, ახლა ყველამ ერთად უნდა იმუშაოს.