ვენესუელაში დაკავებული რამდენიმე ამერიკელი გაათავისუფლეს - Palitra News

ვენესუელაში დაკავებული რამდენიმე ამერიკელი გაათავისუფლეს

2026-01-14 12:38:33+04:00

ვენესუელაში დაკავებული რამდენიმე ამერიკელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტში, გათავისუფლებულ ამერიკელთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ. თუმცა მედიას ანონიმურობის დაცვით განუცხადეს, რომ სამშაბათს – ოთხი, ორშაბათს კი ერთი ამერიკელი გაათავისუფლეს. პატიმრების გათავისუფლება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დააკავა.