გრიგოლ ლილუაშვილის, ჯუანშერ ბურჭულაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩო ახალაიას შემდეგ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნების რიგებს - ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც შეემატა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ყოფილი თანაგუნდელის დაკავება კანონის უზენაესობასა და კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდება, თუმცა სახელისუფლებო გუნდის არგუმენტები სარწმუნო არ არის ოპოზიციისთვის. ოპონენტების შეფასებით, სინამდვილეში საქმე შიდაკლანურ დაპირისპირებას, ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლებისთვის ბრძოლას ეხება, რადგან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე კოლეგებს შერჩევითად სჯის და თავიდან იშორებს, მათ ვინც მისი ძალაუფლებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინაარმდეგ ქმედებებს ირაკლი კობახიძის გარემოცვა ხელს უწყობდა. შესაძლოა თუ არა დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსების წრე გაფართოვდეს? როგორია პოლიტიკოსთან შეხედულებები?