ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა - Palitra News

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

2026-01-14 15:33:01+04:00

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ხაზი გაესვა საქართველოში კომპანია „იგლ ჰილსის“ ისტორიული - 6 მილიარდზე მეტი ამერიკული დოლარის მოცულობის ინვესტიციის მნიშვნელობას.