ირანის სასამართლო ხელისუფლება დონალდ ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, დაკავებული მომიტინგეების დაჩქარებული სასამართლო პროცესები გამართვასა და მათ სიკვდილით დასჯას აპირებს - რა პოზიცია აქვთ მსოფლიოს ლიდერებს - Palitra News

ირანის სასამართლო ხელისუფლება დონალდ ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, დაკავებული მომიტინგეების დაჩქარებული სასამართლო პროცესები გამართვასა და მათ სიკვდილით დასჯას აპირებს - რა პოზიცია აქვთ მსოფლიოს ლიდერებს

2026-01-14 15:33:28+04:00

ირანის სასამართლო ხელისუფლება დონალდ ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, დაკავებული მომიტინგეების დაჩქარებული სასამართლო პროცესები გამართვასა და მათ სიკვდილით დასჯას აპირებს. უცხოური გამოცემები ასევე წერენ, რომ ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თუ ვაშინგტონი ირანს თავს დაესხმება, მათ ტერიტორიაზე მათ ბაზებს დაარტყამს. მეორე მხრივ, ირანელ ხალხს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ, არმიის წევრებს კი საზოგადოების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს ირანის ყოფილი შაჰის შვილი რეზა ფეჰლევი. ამ დროს რა პოზიცია აქვთ მსოფლიოს სხვა ლიდერებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს. თუმცა მეორე მხრივ ირანის შიდა საქმეებში გარე ჩარევას ეწინააღმდეგება ჩინეთი. ამასობაში ირანში რთული ვითარება რჩება, ქვეყანაში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა, თუმცა ირანში ინტერნეტის მიმდინარე გათიშვის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალი იყოს.