აშშ-სა და სომხეთის შეთანხმებით, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის სატრანზიტო გზა ამერიკული კომპანიის კონტროლქვეშ მოექცევა - Palitra News

აშშ-სა და სომხეთის შეთანხმებით, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის სატრანზიტო გზა ამერიკული კომპანიის კონტროლქვეშ მოექცევა

2026-01-14 15:36:27+04:00

აშშ-სა და სომხეთის შეთანხმებით, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის სატრანზიტო გზა ამერიკული კომპანიის კონტროლქვეშ მოექცევა. ამის შესახებ ცნობილი გახდა 13 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შორის შეხვედრის შემდეგ. დადასტურდა, რომ სიუნიქის რეგიონში გამავალი დერეფანი გადაეცემა სპეციალურ ამერიკულ-სომხურ კომპანიას, სადაც აშშ-ს 74%, ხოლო სომხეთს 26% ექნება. კომპანია მინიმუმ 49 წლის განმავლობაში გააკონტროლებს ტრანზიტიდან მიღებულ შემოსავლებს და ააშენებს გზას, რკინიგზასა და ენერგოინფრასტრუქტურას პროექტის ფარგლებში,. მიუხედავად ამერიკული კონტროლისა, სომხეთი სრულად ინარჩუნებს საზღვრისა და საბაჟოს კონტროლს. პროექტი აზერბაიჯანისთვის უზრუნველყოფს კავშირს ნახიჩევანთან და თურქეთთან და ფაქტობრივად ანაცვლებს ე.წ. ზანგეზურის დერეფანს, რომლის გახსნას ბაქო წლებია ითხოვდა. პროექტს კრიტიკულად შეხვდა ირანი, რომლის საზღვართანაც ტრანზიტული მარშრუტი გაივლის.