ტაილანდში მატარებელს ამწე დაეცა, რის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნახონ რაჩასიმას პროვინციაში მოხდა, როდესაც სამშენებლო ამწე მატარებლის სამ ვაგონს დაეცა, რის შემდეგაც მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ტაილანდის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ამწე რკინიგზის პროექტზე მუშაობდა და შემთხვევის დროს მატარებელში 195 მგზავრი იმყოფებოდა.