თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მოკლულის მეზობელია, რომელსაც, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ამასთან, არსებული ინფორმაციითვე, მან გაქცევა მოახერხა და ამ დროისთვის პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.