თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოსა და ირანის მოქალაქეები.
ისინი სოლიდარობას უცხადებენ ირანში მიმდინარე პროტესტს და ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ირანელი ხალხი „ძალადობრივი რეჟიმზე გამარჯვებას იმსახურებს”
დემონსტრანტებს თან აქვთ ირანისა და საქართველოს დროშები. ასევე საპროტესტო პლაკატები წარწერით: “თავისუფლება ერებს დიქტატურისგან”; “თავისუფლება მებრძოლ ირანელ ხალხს”.