უკვე 2 კვირაზე მეტია, ირანში დემონსტრაციები მიმდინარეობს, რომელთაც საპოლიციო ძალები სასტიკად ახშობენ - რა ვითარებაა ირანში და როგორ აფასებენ ამ მოვლენებს მსოფლიო ლიდერები? - Palitra News

უკვე 2 კვირაზე მეტია, ირანში დემონსტრაციები მიმდინარეობს, რომელთაც საპოლიციო ძალები სასტიკად ახშობენ - რა ვითარებაა ირანში და როგორ აფასებენ ამ მოვლენებს მსოფლიო ლიდერები?

2026-01-14 20:25:14+04:00

უკვე 2 კვირაზე მეტია, ირანში დემონსტრაციები მიმდინარეობს, რომელთაც საპოლიციო ძალები სასტიკად ახშობენ. საპროტესტო ტალღა გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო, რასაც წინ უძღოდა მძიმე ეკონომიკური კრიზისი. 8 იანვარს ირანის მთავრობამ ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა და პროტესტის ჩახშობის უფრო სასტიკ ფორმებს მიმართა. საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 2 400-ზე მეტი მომიტინგეა მოკლული. დაპატიმრებულთა რიცხვი კი, სავარაუდოდ, 10 000-ს აჭარბებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ლიდერებმა მოლაპარაკების სურვილი გამოთქვეს, თუმცა, ტრამპი აქვე განმარტავს, რომ ვიდრე დემონსტრანტთა მკვლელობები არ შეწყდება, აშშ-ის ხელისუფლებამ ირანელ მაღალჩინოსნებთან დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა. ირანული მხარე კი ამტკიცებს, რომ თუკი შტატების სამხედრო აგრესიის მცდელობა ექნება, ირანი ამისთვის ყოველთვის იქნება მზად. რა ვითარებაა ირანში და როგორ აფასებენ ამ მოვლენებს მსოფლიო ლიდერები?