გრიგოლ ლილუაშვილის, ჯუანშერ ბურჭულაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩო ახალაიას შემდეგ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებს ექსპრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილიც დაემატა - შესაძლოა თუ არა დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსების წრე გაფართოვდეს და როგორია პოლიტიკურ მხარეთა შეფასებები? - Palitra News

გრიგოლ ლილუაშვილის, ჯუანშერ ბურჭულაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩო ახალაიას შემდეგ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებს ექსპრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილიც დაემატა - შესაძლოა თუ არა დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსების წრე გაფართოვდეს და როგორია პოლიტიკურ მხარეთა შეფასებები?

2026-01-14 20:26:43+04:00

გრიგოლ ლილუაშვილის, ჯუანშერ ბურჭულაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩო ახალაიას შემდეგ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებს ექსპრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილიც დაემატა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ყოფილი თანაგუნდელის დაკავება კანონის უზენაესობასა და კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდება, თუმცა, ოპოზიციისთვის ეს არგუმენტები სარწმუნო არ აღმოჩნდა. ხელისუფლების ოპონენტთა შეფასებით, საქმე შიდა კლანურ დაპირისპირებას და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლებისთვის ბრძოლას ეხება, რადგან, როგორც ამას ოპოზიციაში აცხადებენ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე კოლეგებს შერჩევითად სჯის და თავიდან იშორებს, მათ ვინც მისი ძალაუფლებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინაარმდეგ ქმედებებს ირაკლი კობახიძის გარემოცვა ხელს უწყობდა. შესაძლოა თუ არა დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსების წრე გაფართოვდეს და როგორია პოლიტიკურ მხარეთა შეფასებები?