დააკმაყოფილებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო იმ სარჩელს, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე მიმართა - კითხვაზე პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტების პოლიტიკური ველიდან გაქრობას ცდილობს, რაც მათი მტკიცებით, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დამკვიდრების წინაპირობაა. ოპონენტების მოსაზრებით, ხელისუფლების მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად მიისაკუთროს. „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება დასავლეთში მიღებული პრაქტიკაა. მათი მიერ შემუშავებული სარჩელი უტყუარ მტკიცებულებებს ეყრდნობა.