აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, იენს-ფრედერიკ ნილსენის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ გრენლანდიას აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა არ სურს და არჩევანის გაკეთება თუ მოუწევს, დანიის სამეფოს, ნატო-სა და ევროკავშირს აირჩევს. ამავდროულად, გრენლანდიამ აშშ-სგან მომდინარე საფრთხისგან დასაცავად დახმარებისთვის ბრიტანეთს მიმართა. ბრიტანეთს პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ, გრენლანდიის ბიზნესის და ენერგეტიკის მინისტრმა, ნააია ნათანიელსენმა განაცხადა, რომ პრობლემები დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს და არა ძალადობით და ძალით.გრენლანდიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უნდა მოუწოდოს გლობალურ საზოგადოებას საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ და ხაზგასმით აღნიშნოს ნატო-ს, როგორც შესაბამისი და მნიშვნელოვანი ალიანსის, მნიშვნელობა. ლიდერების მხრიდან აღნიშნულ საკითხს არაერთი შეფასება მოჰყვა.