აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეატყობინეს, რომ ირანში სიკვდილით დასჯა შეჩერებულია. ჟურნალისტების შეკითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს, რომ ირანში სამხედრო მოქმედება აღარ დაიგეგმება, დონალდ ტრამპმა უპასუხა რომ ჯერ-ჯერობით ის მოვლენებს აკვირდება. მანამდე, როიტერსი იუწყებოდა, რომ ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევა ერთი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი. ამასობაში ცნობილი ხდება, რომ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ახლო აღოსავლეთის ბაზებიდან პერსონალის ნაწილი გაიყვანეს. რაც შეეხება ირანელ აქტივისტ, ერფან სოლტანს, საერთაშორისო მედია დაკავებული დემონტსრანტის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება, რომ ის სიკვდილით ჯერ არ დაუსჯიათ. თუმცა, ირანის მთავრობის მიერ გაცემული განკარგულება შეიძლება ნებისმიერ დროს აღსრულდეს. ირანში სრულმასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონტსრაციები 28 იანვრიდან მიმდინარეობს. საზოგადოების უკმაყოფილება ეროვნული ვალუტის კოლაფსმა გამოიწვია, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.