საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის განსახილველად ემზადება. დოკუმენტი, რომელიც სასამართლოში გასული წლის 30 ოქტომბერს გაიგზავნა, ამ დრომდე წინასწარი პროცედურების ეტაპზეა. საქართველოს კანონდებლობის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვიანი ვადა აქვს. „ქართული ოცნება“ ირწმუნება რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა რადიკალიზმის ყველა მცდელობას დაასრულებს და ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციის შექმნას ხელს შეუწყობს. პოლიტიკური დევნის ნიშნებზე საუბრობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ მმართველი გუნდის ერთადერთი მიზანი იმ იპოზიციური პარტიების აკრძალვაა, რომლებიც ქართული ოცნებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ. საკონსტიტუციო სარჩელით ქართული ოცნება 3 ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“, ახალისა და ლელოს არაკონსტიტუციურად გამოცხადებასა და მათ აკრძალვას ითხოვს.