თბილისში, მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1991 წელს დაბადებული პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა - 40 წლამდე ახალგაზრდა ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.