საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აბუ-დაბიში დასრულდა. ის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტს დაესწრო. დიალოგის თემა იყო შუა დერეფანი და ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, შავი ზღვის კაბელსა და ქვეყნის ევრო ინტეგრაციაზე ისაუბრა.