ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავა - Palitra News

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

2026-01-15 12:35:52+04:00

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოტიკული და და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ორი მოქალაქე. ისინი გერმანიის და თურქეთის მოქალაქეები არიან. სამართალდამცველებმა, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულების პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას კი ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და „პრეგაბალინი“. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.