გივი მიქანაძემ ქალაქ გორში შიდა ქართლის რეგიონის მასწავლებლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა - Palitra News

გივი მიქანაძემ ქალაქ გორში შიდა ქართლის რეგიონის მასწავლებლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

2026-01-15 12:36:34+04:00

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები - საკითხის განსახილევლად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქალაქ გორში შიდა ქართლის რეგიონის მასწავლებლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მის მიზანს განათლების სისტემის განვითარებისპროცესში სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.