გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაცული ტერიტორიების შექმნა- გაფართოების კუთხით 2025 წელს შესრულებულ სამუშაოებს აჯამებს. უწყების ცნობით, გასული წლის განმავლობაში სამუშაოები მასშტაბურად მიმდინარეობდა საქართველოს შვიდ რეგიონში — რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში.ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისა და არსებული ტერიტორიების გაფართოების შედეგად, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი დაახლოებით 220 000-ი ჰექტრით გაიზრდება და მილიონ 150 ათასს ჰექტარს მიაღწევს. აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 16.4%-ს შეადგენს.