როგორია ირანში მიმდინარე ბოლო ცნობები მოვლენათა ეპიცენტრიდან - Palitra News

როგორია ირანში მიმდინარე ბოლო ცნობები მოვლენათა ეპიცენტრიდან

2026-01-15 12:38:49+04:00

დონალდ ტრამპის თქმით, მას აცნობეს, რომ ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე მკვლელობები შეწყდა და სიკვდილით დასჯის გეგმა აღარ არსებობს. ამავე დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს. ირანელმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ახლა სიმშვიდეა. თუმცა, საერთაშორისო მედიაში ორ ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევის დაწყება მომდევნო 24 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი. როგორია ბოლო ცნობები მოვლენათა ეპიცენტრიდან, სადაც ანტისამთავრობო დემონსტრაციები იმართება.