ქართული ღვინის საექსპორტო ფასმა 3 დოლარს მიაღწია - Palitra News

ქართული ღვინის საექსპორტო ფასმა 3 დოლარს მიაღწია

2026-01-15 14:17:38+04:00

ქართული ღვინის საექსპორტო ფასმა 3 დოლარს მიაღწია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. უწყების ცნობით, საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა მიანიშნებს, რომ ქართული ღვინო თავს იმკვიდრებს პრემიალურ სეგმენტში.უფრო კონკრეტულად, როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წელს ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2 დოლარამდე და 98 ცენტამდე გაიზარდა. მაშინ როცა, 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2 დოლარსა და 91 ცენტს შეადგენდა. სამინისტროს ცნობით, სტრატეგიულ ბაზრებზე, 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ყველაზე მაღალი ამერიკის შეერთებულ შტატებშია და 6 დოლარსა 17 ცენტს შეადგენს. ქართულილ ღვინის სიძვირით მეორე ქვეყანა იაპონიაა, სადაც ქართული ღვინის საშუალო სარეალიზაციოა ფასი 5 დოლარი და 77 ცენტია. სამხრეთ კორეაში ერთი ლიტრი ქართული ღვინო საშუალოდ

5 დოლარი და 26 ცენტი ღირს. საფასო კატეგორიებით თუ შევადარებთ, ყველაზე იაფი პოლონეთშია. სადაც ბოთლი ქართული ღვინო სულ რაღაც ორდოლარნახევრად არის ხელმისაწვდომი.