უკვე რიგით მეხუთე სესიაა, რაც გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი იზრდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, ამერიკული ტეხასური ნედლი ნავთობის ფასი 1.31%-ით გაიზარდა და 61 დოლარსა და 95 ცენტს გაუტოლდა. იზრდება Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასიც. კერძოდ, ღირებულება 1.42%-ით გაიზარდა და ბარელის ღირებულებამ 66 დოლარი და 40 ცენტი შეადგინა.Trading Economics-ი წერს, რომ ნედლი ნავთობის ფასი 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რასაც ხელი შეუწყო ირანში არსებულმა გეოპოლიტიკურმა რისკებმა. ასევე ფასების ზრდას ხელს უწყობს აშშ-ის შესაძლო ჩარევა ირანში მიმდინარე პროცესებში. კერძოდ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამომავლო ქმედებები დამოკიდებული იქნება ირანში განვითარებულ მოვლენებზე. „არასტაბილურობამ გააჩინა შიში, რომ ირანის მიერს, დღეში დაახლოებით 3.3 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის წარმოება შესაძლოა შეფერხდეს, რაც გლობალურ მიწოდებას შეამცირებს. ამასობაში, გარემოსდაცვითი ანალიზის მონაცემებმა აჩვენა, რომ გასულ კვირას აშშ-ში ნედლი ნავთობისა და ბენზინის მარაგები გაიზარდა, ხოლო დისტილატების მარაგები შემცირდა “, - წერს Trading Economics.-ი“