დონალდ ტუსკი - აშშ-ის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა რუსეთმა უარყო და არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - Palitra News

დონალდ ტუსკი - აშშ-ის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა რუსეთმა უარყო და არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

2026-01-15 15:09:42+04:00

აშშ-ის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა რუსეთმა უარყო და არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის პასუხი უკრაინის ქალაქებზე შემდგომი სარაკეტო თავდასხმები იყო. ამიტომ, ერთადერთ გამოსავალს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება წარმოადგენს. ეს თქვენ ყველამ იცით“, - წერს ტუსკი X-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა ვლადიმერ პუტინი, არამედ ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს.

„ვფიქრობ, ის [ვლადიმერ პუტინი] მზადაა შეთანხმების დასადებად. ვფიქრობ, უკრაინა ნაკლებად არის მზად ამისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.